12 ივნ - 12 ივლ
სუ შეფი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, შეკვეთილი
  • სრული განაკვეთი
  • 3000 + ბონუსი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სასტუმრო Magnika Resort & Spa შეკვეთილში,ზღვასთან ახლოს,მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე მდებარეობს,გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და ზომიერი კლიმატით.
სასტუმროში წარმოდგენილია 42 თანამედროვე კომფორტული ნომერი, 5 ვილა, ღია აუზი, სპორტული დარბაზი, რესტორნები, ბარი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი.

სასტუმრო შეკვეთილში, Magnika Resort აცხადებს სეზონურ ვაკანსიას სუ შეფის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: შეკვეთილი;

უზრუნველყოფილია კვება და საცხოვრებელი.
სამუშაო გრაფიკი 6/1.
ანაზღაურება: 3000 ლარი (net) + ბონუსი რესტორნის ნავაჭრიდან;
მოცემულ პოზიციაზე თანამშრომლის გამოძახება მოხდება 1 ივნისიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასტუმროს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საჭირო კომპიუტერული პროგრამები: MS Office;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონე;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;

მოვალეობები:
  • ქართული და ევროპული სამზარეულოს ცივი და ცხელი კერძების მომზადება;
  • სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
  • მარაგების და შესყიდვების ეფექტური მართვა;
  • წარმოების და პროდუქტის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
  • შეფ მზარეულთან ერთად მუდმივი ზრუნვა ხარისხის გაუმჯობესებაზე;
  • სტუმრებისთვის შვედური მაგიდის მომზადების უზრუნველყოფა (დილის საუზმე);
  • სამზარეულოს, მათ შორის საწყობის, ეფექტური და გამართული მუშაობა;
  • კერძების კალკულაციების კონტროლი;
  • შეკვეთების გაკეთებაში მონაწილეობა, პროდუქტის შემოწმება და ჩაბარებაში მონაწილეობა;
  • ბაზრის პერიოდული მონიტორინგი (ფასები, ხარისხი).

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge, 2024 წლის 11 ივლისამდე, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!

სასტუმრო/რესტორანი/კვება
შეფ-მზარეული
ნახვები 53
უნიკალური ნახვები 50