12 ივნ - 12 ივლ
ბარმენი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, შეკვეთილი
  • სეზონური/დროებითი
  • 1500
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სასტუმრო Magnika Resort & Spa შეკვეთილში,ზღვასთან ახლოს,მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე მდებარეობს,გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და ზომიერი კლიმატით.
სასტუმროში წარმოდგენილია 42 თანამედროვე კომფორტული ნომერი, 5 ვილა, ღია აუზი, სპორტული დარბაზი, რესტორნები, ბარი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი.

სასტუმრო შეკვეთილში, Magnika Resort აცხადებს სეზონურ ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: შეკვეთილი; უზრუნველყოფილია კვება და საცხოვრებელი.
გრაფიკი: 6/1.
ანაზღაურება: 1500 ლარი (net).

მოცემულ პოზიციაზე თანამშრომლის გამოძახება მოხდება 25 ივნისიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • არსებულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონე;
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;

მოვალეობები:
  • ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის;
  • ცივი და ცხელი სასმელების სხვადასხვა სახეობის მომზადება;
  • გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად;
  • სასმელის მომზადება სწრაფად და ხარისხიანად;
  • სტუმრისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ (ფასი, მახასიათებლები, შემადგენლობა)
  • შეკვეთის სწრაფად და მაქსიმალურად სტანდარტების დაცვით მომზადება;
  • შეკვეთის მიღება და მისი პროგრამულად გატარება;
  • ბრუნვის ანალიზის მიხედვით საჭირო პროდუქციის შეძენაზე მოთხოვნის გაკეთება მენეჯერთან შეთანხმებით;
  • რესტორნისათვის დადგენილი პროცედურების ზედმიწევნით შესრულება;
  • ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია;

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge, 2024 წლის 11 ივლისამდე, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ბარმენი
ნახვები 53
უნიკალური ნახვები 53