12 ივნ - 12 ივლ
მიმღების ადმინისტრატორი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, შეკვეთილი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სასტუმრო Magnika Resort & Spa შეკვეთილში,ზღვასთან ახლოს,მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე მდებარეობს,გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და ზომიერი კლიმატით.
სასტუმროში წარმოდგენილია 42 თანამედროვე კომფორტული ნომერი, 5 ვილა, ღია აუზი, სპორტული დარბაზი, რესტორნები, ბარი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი.

სასტუმრო შეკვეთილში, Magnika Resort აცხადებს სეზონურ ვაკანსიას მიმღების ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: შეკვეთილი; უზრუნველყოფილია კვება და საცხოვრებელი.
გრაფიკი: შეჭრილი ცვლები წინასწარ შეთანხმებით კვირაში არაუმეტეს 48 საათი.
ანაზღაურება: 1300-1500 ლარი (net), გამოცდილების შესაბამისად;

მოცემულ პოზიციაზე თანამშრომლის გამოძახება მოხდება 25 ივნისიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B1 დონე;
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;

მოვალეობები:
  • თავაზიანი, ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან;
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა, მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით;
  • სტუმართან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
  • სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება, თანხის მიღება;
  • სასტუმროს ნომრების დაჯავშნა, სტუმრების სწორი განაწილება.

შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge, 2024 წლის 11 ივლისამდე, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმღები (Front Office)
ნახვები 65
უნიკალური ნახვები 58