12 ივნ - 12 ივლ
უსაფრთხოების თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სასტუმრო „ხედი“ აცხადებს ვაკანსიას, უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 60 ნომერი, პანორამული რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ღონისძიებების დარბაზი, ფიტნესკლუბი და სპა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, (ავლაბარი)
გრაფიკი: 2/2; 12 საათიანი ცვლა

მოვალეობები:
  • სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • სასტუმროს ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების მუდმივი უზრუნველყოფა, სასტუმროში არსებული სტანდარტების გათვალისწინებით;
  • უსაფრთხოების სამსახურის ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა/კონტროლი;
  • სასტუმროს პერიოდული მონიტორინგი;
  • საჭიროების შემთხვევაში შესაფერისი პირველადი დახმარების გაწევა;
  • უსაფრთხოების რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და დროული რეაგირება;
  • აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრისთვის ღონისძიებების დაგეგმვა/გატარება;
  • სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დაცვის კონტროლი/უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად,
  • აუცილებელია ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული მახასიათებლები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამსახურს მეგობრულ გარემოში
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • კვებით უზრუნველყოფას
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელ. მისამართზე: khedihr@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ხედმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას ერთი წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი)
ნახვები 175
უნიკალური ნახვები 174