12 ივნ - 01 ივლ
მძღოლი/ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • მართვის მოწმობაB
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საქართველოს ამბები თბილისის ოფისში სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიას მძღოლი/ასისტენტის პოზიციაზე.
ხელფასი 2000 ლარი. ანაზღაურება მითითებულია გადასახადების ჩათვლით.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის კუთვნილი ავტომობილით თანამშრომლებისა და პროექტთან დაკავშირებული სხვა პირების ტრანსპორტირება თბილისსა და რეგიონებში;
  • ავტომობილის გამართული ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
  • ავტომობილის მოვლა;
  • საწვავის ხარჯის აღრიცხვა და ტრანსპორტირების უწყისის შევსება;
  • საქართველოს ამბების გადამღები ჯგუფის და პროექტის კოორდინატორის დახმარება საველე და საოფისე სამუშაოებში.

მოთხოვნები:
  • ავტომობილის მართვის B კატეგორია;
  • ავტომობილის მართვის სრულყოფილი უნარი (აუცილებელია);
  • სულ მცირე სამწლიანი პრაქტიკული და ინტენსიური გამოცდილება (სავალდებულოა); მოძრაობის წესებისა და საავტომობილო გზების კარგი ცოდნა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში (აუცილებელია);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ტექნიკასთან მუშაობის (ვიდეოკამერა, დრონი, ვიდეო სამონტაჟო პროგრამები) სწრაფად ათვისების უნარები;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV მისამართზე: vacancy.icn@gmail.com სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ივნისი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, ონლაინგასაუბრება ჩაინიშნოს მითითებული ვადის ამოწურვამდე.
„საქართველოს ამბები“(https://sakartvelosambebi.ge) დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. „საქართველოს ამბებისთვის“ პრიორიტეტულია რეგიონების, მათ შორის, ოკუპირებული და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მხარეების გაშუქება. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად.
ავტო-მოტო სერვისი
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
ნახვები 171
უნიკალური ნახვები 164