13 ივნ - 13 ივლ
სტანდარტი
მეშაურმეების ჯგუფის უფროსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 3000
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 598097752
სწრაფი კვების ობიექტების ქსელი - შპს "მასტერ ფუდი", რომელიც ბაზარზე "Shaurma Club"-ის სახელით არის ცნობილი, აცხადებს ვაკანსიას მეშაურმეების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:30
ხელფასი - 3000 ლარი + დაზღვევა

მოვალეობები:
  • ყოველდღიურად სამუშაო პროცესის განხორციელება სხვადსხვა ფილიალში;
  • კონტროლი ფილიალში მომუშავე მზარეულების (მეშაურმეების) წესებით დაცვით მუშაობაზე;
  • მზარეულების (მეშაურმეების) სამუშაო სივრცეში წესრიგის და სისუფთავის კონტროლი;
  • მზარეულების (მეშაურმეების) სამუშაო დროს უნიფორმის და იერსახის კონტროლი;
  • ნედლეულის ხარისხის კონტროლი
  • ფილიალებში შემწვარი ან/და ნედლი ხორცის შენახვის პირობების შემოწმება;
  • ახალი მზარეულების (მეშაურმეების) სწავლა დატრენინგება და მათი შტატში ჩასმის ან არ ჩასმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
  • მზარეულებისთვის (მეშაურმეებისთვის) ნებისმიერი სიახლის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში, მათი სწავლება/დატრენინგება;
  • კურატორ ხელმძღვანელთან შეთანხმებით მის დაქვემდებარებაში მყოფ ფილიალებში დასაქმებული მზარეულების (მეშაურმეების) სამუშაო გრაფიკების შედგენა და შესრულების პროცესის კონტროლი;
  • მზარეულების (მეშაურმეების) როტაცია წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი მმართველ-მენეჯერულ თანამდებობაზე სარესტორნო სფეროში;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: hr.shaurmaclub@gmail.com . გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება ან დაგვიკავშირდით +995 598097752

მნიშვნელოვანი შეტყობინება: გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს "მასტერ ფუდი"-ს მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
სწრაფი კვების თანამშრომელი
ნახვები 300
უნიკალური ნახვები 292
მსგავსი განცხადებები
საქართველოს მაშტაბით