13 ივნ - 13 ივლ
მიმტანი
ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ცემი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 571 21 50 51
მთის კურორტი “განთიადი” ცემში (ბორჯომის რ-ნი) აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე:

ორგანიზაციის შესახებ:
მთის კურორტი განთიადი“ მდებარეობს ბორჯომის პარკიდან 11 კილომეტრში, ბაკურიანის მთის ფერდობზე, სოფელ ცემსა და ტბას შორის. განთავსებულია ბუნებრივ ტყეში და მიეკუთვნება საშუალო მთის კლიმატურ კურორტებს. კურორტი აერთიანებს 70-ნომრიან თანამედროვე სასტუმროსა და 4 ჰექტარ კერძო ტყე-პარკს. სასტუმროს აქვს ღია აუზი, საკონფერენციო დარბაზები, კალათბურთის მოედანი, საბავშვო ოთახი, ლაუნჯ-ბარი და რესტორანი. ტერიტორიაზე მოწყობილია საბავშვო ზონები და სარეკრეაციო დანიშნულების გასართობი სივრცეები.

რას გთავაზობთ ჩვენ?
  • საინტერესო თავგადასავალს მასპინძლობის სფეროში;
  • პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
  • მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
  • სტაბილურ ანაზღაურებას
  • კვებას
  • ტრანსპორტირებას (ბორჯომიდან),
  • სწავლება-ტრეინინგებს და განვითარების სხვა შესაძლებლობებს.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სასტუმროს კვების სივრცეში მომსახურების უზრუნველყოფა;
  • სტუმრების მომსახურება მაგიდებთან;
  • სასადილო სივრცის დასუფთავება;
  • ჭურჭლის გატანა, დახარისხება, ასევე - რეცხვის შემდგომ - გაპრიალება და დახარისხება;
  • მითერის როლის შესრულება საჭიროების შემთხვევაში;
  • სასადილო სივრცეში მიმდინარე პროცესების გაკონტროლება და შესაბამისი სერვისის გაწევა.

ძირითადი მოთხოვნები :
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (ინგლისური ან სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კანდიდატი უნდა იყოს ენერგიული, შრომისმოყვარე და ხალისიანი;
  • უნდა ფლობდეს კომუნიკაციის კარგ უნარებს, იყოს პუნქტუალური, თავაზიანი და მეგობრული, როგორც სტუმრების, ასევე - კოლეგების მიმართ;
  • უნდა ჰქონდეს ექსტრემალურ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • მაღალი დატვირთულობის დროს შეინარჩუნოს სიმშვიდე და ადაპტირდეს მოთხოვნის შესაბამისად.

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
  • რეზიუმეს გადარჩევა;
  • გასაუბრება

სამუშო გრაფიკი თითოეულ პოზიციაზე იქნება განხილული ინდივიდუალურად.
გამოსაცდელი ვადა 3 თვე. ანაზღაურება 700 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: kbeletskaia@gmail.com და დასახელებაში (SUBJECT) მიუთითეთ კონკრეტული პოზიციის დასახელება.
საკონტაქტო ტელეფონი: +995 571 21 50 51
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმტანი
ნახვები 44
უნიკალური ნახვები 44