04 ივლ - 14 ივლ
სტარტი
სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
„აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“ აცხადებს სახელმწიფო პროგრამების უზრუნველყოფის და სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის მენეჯერის ვაკანსიას

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულოა:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:
  • შემთხვევათა რეგისტრაციის მოდულში (ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო), ასევე კლინიკის ელექტრონულ პორტალზე მუშაობა;
  • კერძო სადაზღვევო კომპანიებთან დაზღვევით მოსარგებლე პაციენტებზე ინფორმაციის მიმოცვლა;
  • სადაზღვევო კომპანიის ოპერატიული ინფორმირება;
  • პაციენტებთან /კონიერ წარმომადგენელებტან საქმიანი ურთიერთობა;
  • დოკუმენტაციის წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

პიროვნული უნარ–ჩვევები:
  • ორგანიზებულობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • პუნქტუალურობა
  • გუნდურობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით, 10 ივლისამდე შემდეგ საფოსტო მისამართზე: HR_vbc@bochorishvili.ge
შენიშვნა:
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია),"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“-ს მიერ (ს/კ:405018831) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის /პირების მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანტური პოზისიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება კლინიკაში არაუმეტეს 5 წლის ვადით.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ. ამასთანავე, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ გაცხადებული თანხმობა, იმავე ფომით რა ფორმითაც განაცხადეთ თანხმობა. აღნიშნული მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.-ფოსტაზე: Info.Bochorishvili@Bochorishvili.ge
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებიმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს mladvisoryteam@gmail.com; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
დაზღვევა
სადაზღვეო აგენტი/კონსულტანტი
ნახვები 257
უნიკალური ნახვები 244