19 ივნ - 17 ივლ
სტარტი
ოჯახის ექიმი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კლინიკა „ულტრამედი“ აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის თანამდებობაზე.
სამუშაო განრიგი: სრული

აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება, ოჯახის ექიმის ლიცენზია;
  • მკურნალ ექიმად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების Word და Excel მომხმარებლის დონეზე

პიროვნული უნარები:
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება და სისხარტე
  • მომსახურებაზე ორიენტირებული
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი

კლინიკა ,,ულტრამედი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს ,,ულტრამედი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე:cv@ultramedi.ge
სამედიცინო
ოჯახის ექიმი
ნახვები 86
უნიკალური ნახვები 75