18 ივნ - 03 ივლ
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, პოლიტკოვსკაიას ქ. (ჯიქიას ქ.)
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „ამბოლი“ წარმოადგენს Georgia Capital PLC (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

კომპანია „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N14.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია საავტომობილო/გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გამართული მეტყველება;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნების უნარი და კრეატიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

ძირითადი მოვალეობები:
  • კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა;
  • არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება და გაღრმავება;
  • გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა, კონტროლი;
  • არსებული და ახალი კლიენტებისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა;
  • კომპანია-პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება და მათთან გრძელვადიან ურთიერთობაზე ზრუნვა;
  • პროდუქტების და მომსახურების ოპტიმალური პაკეტის შექმნა და მისი კლიენტებისთვის სწორად მიწოდების დაგეგმვა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2024 წლის 02 ივლისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.

კომპანია „ამბოლში“ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია „ამბოლის“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 27
უნიკალური ნახვები 26