19 ივნ - 19 ივლ
სტარტი
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ქართული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.


სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.


პასუხისმგებლობები:

  • ციფრული პლატფორმით გაყიდვების მხარდაჭერა და მარკეტინგული კამპანიის განხორციელება;
  • ციფრული პორტალის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა;
  • ციფრული და სტრატეგიული პროექტების კონცეფციისა და ვიზუალური ნაწილის ფორმირებაში ჩართულობა;
  • სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • არსებული ციფრული პლატფორმების მხარდაჭერა: ინფორმაციის განახლება და პერიოდული მონიტორინგი, ვებგვერდის მართვა/ადმინისტრირება;
  • ონლაინ მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვება, ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად;


მოთხოვნები:

  • ქართულ და ინგლისურ ენებზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის, ციფრული ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ან/და მულტიმედიის მიმართულებით);
  • აუცილებელია პროექტის მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge


გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line”-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ციფრული მარკეტინგის მენეჯერი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ივნისი.


ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი
ნახვები 54
უნიკალური ნახვები 54