19 ივნ - 19 ივლ
ფრონტ ოფის რეგისტრატორი
ყვარლის მუნიციპალიტეტი, ყვარელი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სასტუმრო "ყვარლის ტბა" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენ გუნდს ფრონტ ოფის რეგისტრატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება და განთავსება;
  • სტუმრებისთვის დროული და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ფასებისატარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა აქტივობების შეახებ;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მის კომპეტენციასთან;
  • სტუმრებთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
  • ოთახების სტატუსის და სათანადო მდგომარეობის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველი მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია პროგრამა Fidelio-ში მუშაობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • შრომისმოყვარე;
  • ორგანიზებული;
  • სხარტი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@kvarelilake.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ყვარელი პალასმა" მონაცემთა დაცვის სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმღები (Front Office)
ნახვები 44
უნიკალური ნახვები 44