19 ივნ - 19 ივლ
კონდიტერი
ყვარლის მუნიციპალიტეტი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სასტუმრო "ყვარელი პალასი" აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე .

სამუშაო ადგილი: ყვარელი

ძირითადი მოვალეობები:

  • სხვადასხვა სახის დესერტების და პურ-ფუნთუშეულის მომზადება მენიუში არსებული სახეობების მიხედვით;
  • საკონდიტრო ნაწარმის ხარისხის, გემოვნური თვისებისა და პრეზენტაბელურობის კონტროლი;
  • მარაგების სათანადოდ მომზადება;
  • ნედლეულისა და მზა პროდუქტების სტანდარტის მიხედვით შენახვა;
  • არსებულ დანადგარებთან და ხელსაწყოებთან მუშაობისას სათანადო წესების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@kvarelilake.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ყვარელი პალასმა" მონაცემთა დაცვის სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!

სასტუმრო/რესტორანი/კვება
კონდიტერი
ნახვები 44
უნიკალური ნახვები 44