19 ივნ - 19 ივლ
ფინანსური ანალიტიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სააფთიაქო ქსელი „ფარმაცევტული სახლი+“ („ფარმსახლი“) 20 წელზე მეტია რაც ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და თანამედროვე სტანდარტებით, წარმატებით ახორციელებს მედიკამენტების, ჰიგიენის და სილამაზის პროდუქტების, ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებების რეალიზებას საქართველოს მასშტაბით. „ფარმსახლი“ სააფთიაქო ქსელის გარდა, თავის ჯგუფში აერთიანებს რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის ვაკის საცურაო აუზს, საწარმოს და ექსკლუზიური ბრენდების წარმომადგენლობას.

ფარმსახლი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე:

ძირითადი მოვალეობები:
  • ჯგუფის კომპანიების ყოველთვიური წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება
  • კომპანიების ბიუჯეტების პროცესში ჩართულობა, ფაქტობრივი მონაცემების მიმდინარე და გასული პერიოდის ბიუჯეტთან შედარება და რეკომენდაციების მომზადება
  • ყოველწლიური IFRS ფინანსური ანგარიშგების (კომპილაცია) პროცესში (შეხვედრები/განხილვები, ანალიზი, საბოლოო რეპორტის მომზადება) მონაწილეობა
  • ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი
  • სხვადასხვა ანალიტიკური რეპორტების მომზადება
  • პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვასა და განვითარებაში აქტიური მონაწილეობის მიღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრაციის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • ფინანსური აღრიცხვის პრინციპების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა

დამატებითი უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური აზროვნება
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კორპორატიულ სატელეფონო ლიმიტს
  • სპეციალურ ფასდაკლებებს ვაკის საცურაო აუზზე არსებულ აქტივობებზე
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@pharmhouse.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ფინანსური ანალიტიკოსი“

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ „ფარმაცევტული სახლი+ში“(„ფარმსახლში“)გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია „ფარმაცევტული სახლი+მა“ („ფარმსახლი“) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე დაარეზერვოს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის, იმ შემთხვევაში თუ სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე არ იქნება განხილული მოცემულ ვაკანსიაზე.

„ფარმაცევტული სახლი+“ („ფარმსახლი“) შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსური ანალიტიკოსი
ნახვები 88
უნიკალური ნახვები 86