19 ივნ - 19 ივლ
ხარჯთაღმრიცხველი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის დეპარტამენტში „ხარჯთაღმრიცხველის“ თანამდებობაზე - პირის შრომითი პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ლოჯისტიკა
ანაზღაურება: შეთანხმებით
მდებარეობა: ქ. თბილისი.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;

ფუნქცია-მოვალეობები
  • პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით;
  • მონაწილეობა ხარჯთაღრიცხვების ექსპერტიზისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში;
  • დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ლოკალურ-რესურსული, კრებსითი მეთოდებისა და მოქმედი ნორმატიული აქტების გამოყენებით;
  • პროექტის განხორციელების საჭირო სამშენებლო სამუშაოების და მასალების საბაზრო ფასების დადგენა და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა
  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის (ფასი, მოცულობა, და ა.შ.) დადგენა და ანალიზი;
  • პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგება;
  • საპროექტო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
  • ფაქტიურად მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
  • დეფექტური აქტების შედგენა;
  • ობიექტის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა;
  • საინჟინრო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება და განსაზღვრა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება;
  • ხარჯთაღრიცხვის ფორმების, ფორმა 2-ების მომზადების ცოდნა;
  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა;
  • დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების შედგენის წესების ცოდნა.

უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კომპლექსური აზროვნება
  • დროის ეფექტიანი მართვის უნარი
  • ხარისხზე ორიენტირება
  • პროდუქტიულობა
  • საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „ხარჯთაღმრიცხველი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა
ნახვები 49
უნიკალური ნახვები 48
მსგავსი განცხადებები