დღეს - 21 ივლ
სტარტი
სასაქონლო მარაგების აღრიცხვის ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას სასაქონლო მარაგების აღრიცხვის ბუღალტერის პოზიციაზე.
კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.
კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა.
კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.
კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com

ძირითადი მოვალეობები:
  • სასაქონლო ნაშთების, მეორადი პროდუქციისა და გეგმური, არაგეგმური და შერჩეული პოზიციების ინვენტარიზაციების დაგეგმვა, კონტროლი და შედეგების შერჩევითი გადამოწმება;
  • სასაქონლო მატერიალური ფასეულობების კონტროლის/ინვენტარიზაციის პროცედურებში მონაწილეობა;
  • ინვენტარიზაციისას გამოვლენილი დაზიანებული/ვადაგასული საქონლისათვის წუნდებულის სტატუსის განსაზღვრა და მისი გადატანა წუნდებული საქონლის მარაგის ნაშთზე;
  • ინვენტარიზაციის შედეგების დამუშავება, ანალიზი და პროგრამული ასახვა სსკ-ის თანახმად;
  • სამეურნეო საქონლის ჩამოწერა/ჩამოფასება (ჩამოწერის აქტის სისწორის დადგენა);
  • საწყობების სასაქონლო ნაშთების ყოველდღიური ანალიზი;
  • კომპანიის შიდა სააღრიცხო პოლიტიკიდან გამომდინარე, სასაქონლო მარაგების მოძრაობის ანალიზი.

ძირითადი მოთხოვნები:
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (Fina).
  • ბუღალტერიის თანამედროვე სტანდარტების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები
  • კომუნიკაბელური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორაგანიზებული;
  • ოპერატიული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, აგლაძის 32.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 21 ივლისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 136
უნიკალური ნახვები 132