21 ივნ - 20 ივლ
სტანდარტი
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ხელმძღვანელი
თბილისი, ორთაჭალა, გორგასლის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • 2000
  • მივლინება
  • პროფესიული კოლეჯი
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 593584551
მისამართი: გორგასლის N8

700-ზე მეტი ობიექტის მომსახურებისა და ათეულობით წარმატებული პროექტის განხორციელების შედეგად, კომპანია რედლანერი | REDLINER მეოთხე წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიამ სწრაფადვე მოახერხა ბაზრის მნიშვნელოვანი წილის ათვისება. ავტორიტეტი პრობლემების ინოვატურული გადაწყვეტით დაიმკვიდრა და მუდმივად განაგრძობს განვითარებას. შესაბამისად გუნდში გვესაჭიროება ადამიანი, რომელიც ჩაიბარებს მომსახურების სფეროს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ხელმძღვანელობას.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოქმედი სერტიფიკატი ან/და დიპლომი;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • გამართული საკომუნიკაციო უნარები;
  • აუცილებელია მინ. 2 წლიანი გამოცდილება შრომის უსაფრთხოების სფეროში (უპირატესობად ჩაითვლება მომსახურების სფეროს მიმართულებით გამოცდილება)
  • შრომის უსაფრთხოების სისტემების დანერგვისა და მართვისთვის აუცილებელი ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების უნარი/გამოცდილება;
  • შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი/გამოცდილება.


მოვალეობები:

  • გუნდის კოორდინირება, მისი წევრების მუშაობის ხარისხის კონტროლი, მონიტორინგი და მხარდაჭერა;
  • სამუშაო ობიექტ(ებ)ის გეგმა-გრაფიკის მიხედვით მონიტორინგი;
  • კანონით განსაზღვრულ ვადებში რისკების შეფასების დოკუმენტის წარმოება/განახლება;
  • კანონით განსაზღვრულ ვადებში ინსტრუქტაჟბის ჩატარება;
  • საკანონდებლო ცვლილებებისა და სფეროში მიმდინარე ცვლილებების თვალისდევნება და გუნდისა და კონტრაატორების ინფორმირება სიახლეების შესახებ.


გთავაზობთ:

  • ტრენინგებს პროფესიული და პიროვნული განვითარებისათვის;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • სწრაფ კარიერულ და ფინანსურ წინსვლას.


სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00.

ანაზღაურება: განისაზღვრება გასაუბრებაზე, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად, საშუალოდ 2000 ლარიდან.


რეზიუმეებს ველოდებით მეილზე: info@redliner.ge . "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი".

დამატებითი კითხვებით დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 593 58 45 51


გაცნობებთ, კომპანია რედლაინერი|REDLINER ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, პრეტენდენტის პერსონალურ ინფორმაციას დაამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 6 თვის განმავლობაში. რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს.

ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
ნახვები 170
უნიკალური ნახვები 157