26 ივნ - 02 ივლ
ანალიტიკური დეპარტამენტის სოციოლოგი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2552
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ანალიტიკური დეპარტამენტის სოციოლოგი

კონკურსის ტიპი: გამარტივებული კონკურსი

ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, ნასამართლობის (გარდა განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობისა) მიუხედავად.

კატეგორია: კვლევა და ანალიზი
თანამდებობრივი სარგო: 2552 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კვლევითი პროექტების კოორდინაცია და მართვა;
  • კვლევითი პროექტების განხორციელება რაც გულისხმობს, კვლევის დიზაინისა და მეთოდოლოგიის მომზადებას, მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს შესაბამისი მეთოდების გამოყენებით;
  • საერთაშორისო კვლევების მეთოდოლოგიის ანალიზი;
  • არსებული საერთაშორისო კვლევების შედეგების მეორეული გადამუშავება და ანალიზის მომზადება;
  • სხვადასხვა მასალისა და მეორადი მონაცემების დამუშავება და ანალიზი, მათ შორის სტატისტიკურ მონაცემთა გადამუშავება;
  • ვიზუალურად გამართული ანგარიშის მომზადება შესაბამისი მონაცემთა ანალიზის, გრაფიკებისა და ტექსტის შემუშავებით;
  • კვლევის შედეგების პრეზენტაციების მომზადება და ჩატარება;
  • სამინისტროს პროექტებისათვის მონიტორინგისა და შეფასების დიზაინის და მეთოდოლოგიის მომზადება;
  • სტატიებისა და პუბლიკაციების მომზადება;
  • კვლევის შედეგებსა და არსებული პროექტების მონიტორინგისა და შეფასების საფუძველზე მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დასკვნითი რეზიუმეების (ე.წ. „Learning Brief“-ების) მომზადება;
  • ახალი იდეების გენერირება და ახალი ინიციატივების დანერგვის ხელშეწყობა;
  • დეპარტამენტის მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი);
  • სოციოლოგიის ან/და ემპირიული კვლევის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
  • როგორც კვლევითი პროექტის დამოუკიდებლად განხორციელების, ასევე, კვლევით ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამოცდილება;
  • კომპლექსური კვლევის დიზაინისა და მეთოდოლოგიის მომზადების გამოცდილება;
  • თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდოლოგიის სრულყოფილი ცოდნა;
  • რაოდენობრივი კვლევის მონაცემთა დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკური პროგრამების კარგად ცოდნა, SPSS (ან STATA) და სხვ.;
  • თვისებრივი კვლევის მონაცემთა დამუშავება, ანალიზი, შესაბამისი პროგრამების გამოყენება, მაგალითად, Nvivo (ან Dedoose);
  • ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
  • კომპლექსური მეთოდოლოგიების კრიტიკული ანალიზის შეფასების უნარი;
  • მონიტორინგის, შეფასებისა და სწავლის დიზაინის, ასევე, მეთოდოლოგიისა და მეთოდების ზედმიწევნით ცოდნა;
  • კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის გადამუშავებისა და აუდიტორიისთვის მარტივად გადმოცემის უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) კარგად ცოდნა;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • გუნდური მუშაობა;
  • ინფორმაციის შეგროვება;
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი;
  • ანალიტიკური ანგარიშის მომზადება;
  • განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობა;
  • მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება.

საკონკურსო თემატიკა:
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილება;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“.

კონკურსის ეტაპები:
  • განაცხადების გადარჩევა;
  • წერითი დავალება;
  • გასაუბრება.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

დამატებითი ინფორმაცია:
  • გამარტივებული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით მისაღებად.
  • ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ოფიციალური/სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტი დაკავებული თანამდებობ(ებ)ის, მუშაობის პერიოდ(ებ)ის - სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღების - ფუნქცია-მოვალეობების მითითებით, სრული და კითხვადი ჩანაწერ(ებ)ი). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, კანდიდატისადმი წაყენებული მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.
  • სტაჟირების შემთხვევაში აუცილებელია, დოკუმენტში ჩანდეს, იყო თუ არა საქმიანობა ანაზღაურებადი.
  • აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
  • აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა;
  • ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
  • კონკურსის მეორე ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ მოთხოვნებს;
  • შეფასების ეტაპზე ჩატარდება ტესტირება ქართულ ენასა და ზოგად უნარებში. აღნიშნული ტესტების წარმატებით გავლად ჩაითვლება მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ის შესაბამისი ქულის მიღება; კანდიდატს, რომელსაც კონკურსის ფარგლებში დანიშნული ტესტირების თარიღამდე 1 წლის განმავლობაში სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ გავლილი აქვს ტესტირება ქართულ ენასა და ზოგად უნარებში და გადალახული აქვს მიმდინარე კონკურსის პირობებით დადგენილი ბარიერი, ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში აღნიშნული ეტაპი ჩაეთვლება გავლილად;
  • კანდიდატები, ასევე, შეასრულებენ პროფესიულ წერით დავალებას, რომლის წარმატებით გავლად ჩაითვლება მაქსიმალური ქულის მინიმუმ 60%-ის შესაბამისი ქულის მიღება;
  • გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა – 5).

მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მასშტაბით, კონკურსის მიზნებისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე − http://www.hr.gov.ge 2024 წლის 1 ივლისის ჩათვლით.

საჯარო სამსახური
საჯარო სამსახური (ზოგადი)
ნახვები 7
უნიკალური ნახვები 7
მსგავსი განცხადებები
ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი
კასპი, ხაშური, გორი
ბაღდათი, ქუთაისი, საჩხერე
დმანისი, გარდაბანი, მარნეული
ბათუმი, ქობულეთი, ხულო