27 ივნ - 27 ივლ
სამედიცინო წარმომადგენელი
თბილისი
რუსთავი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ფარმაცევტული კომპანია “La Pharma აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამედიცინო წარმომადგენელი თბილისი და ქვემო ქართლი


La Pharma - ლა ფარმა წარმოადგენს ახალგაზრდა, სწრაფად განვითარებად ფარმაცევტულ კომპანის საქართველოში, რომლის მიზანია შემოიტანოს და დანერგოს საქართველოში საიმედო და ხელმისაწვდომი პროდუქცია ადამიანის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. კომპანია პროდუქციის იმპორტის პარალელურად ახორციელებს სარეკლამო კომერციულ და მარკეტინგული საქმიანობას დადგენილი წესების თანახმად , საკუთარი თანამშრომლების დახმარებით. კომპანიაში პორტფოლიოს ზრდასთან ერთად გვესაჭიროება ახალი თანამშრომლები, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის ნაწილი და გადაინაწილებს პასუხისმგებლობას და მიიღებს ყველა იმ სარგებელს , რასაც სთავაზობს კომპანია .


ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამსახურს;
  • კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
  • ყოველთვიურ და კვარტალურ ბონუსს (გეგმის შესრულებისას მე -4 ხელფასს კვარტალში )
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას (სურვილისამებრ) , სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას.


საკვალიფიკაციო მოთხოვნა :

  • სასურველია გქონდეთ ფარმაცევტის ან ექიმის კვალიფიკაცია .
  • მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად .
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (Excel);


ფუნქცია - მოვალეობები:

  • გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში;
  • მიმდინარე ანგარიშების წარმოება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად;
  • გაყიდვების გეგმების შესასრულებლად აქტიური ღონისძიებების დაგეგმვა;
  • სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა (შეხვედრები, კონფერენციები);


კანდიდატი უნდა იყოს კომუნიკაბელური ,

დისციპლინირებული და გააჩნდეს სწავლის და მუშაობის მოტივაცია .


დაინტერესებულმა პირებმა მოგვაწოდეთ პირადი ინფორმაცია ელექტრონული ფოსტით . lapharma153@gmail.com , დავუკავშირდებით მხოლოდ საინტერსო კანდიდატებს.

სამედიცინო
სამედიცინო წარმომადგენელი
ნახვები 39
უნიკალური ნახვები 39