27 ივნ - 27 ივლ
დისტრიბუციის გაყიდვების მენეჯერი იმერეთში
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, იმერეთში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. "გორგია" წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ბენეფიტები:
  • უფასო კვება;
  • უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ტრენინგები;
  • Fit pass.

ფუნქცია- მოვალეობები:
  • ასორტიმენტის ანალიზი და ოპტიმიზაცია;
  • პრომო აქციების დაგეგმვა, მათი ეფექტურობის მონიტორინგი, საფასო პოლიტიკის კონტროლი;
  • პროდუქციის სწორად განლაგების მონიტორინგი, პოს მასალების საჭიროების დადგენა და შექმნა;
  • შესყიდვების დეპარტამენტთან ერთად მომწოდებლების შერჩევა;
  • გაყიდვების მონიტორინგი და სტიმულაცია.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია ერთი უცხო ენის ცოდნა;
  • სასურველია Microsoft Office საბაზისო ცოდნა.
  • სავალდებულია მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილის ფლობა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ენერგიულობა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:
გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)
შეავსეთ აღნიშნული სააპლიკაციო ფორმა: https://shorturl.at/E3kPJ ;
მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs;


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება-(თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება. (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge )
პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 44
უნიკალური ნახვები 42