27 ივნ - 27 ივლ
დაცვის თანამშრომელი
თბილისი, დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი
  • სრული განაკვეთი
  • 1000
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მაღაზიათა საერთაშორისო ქსელი «კოტონი» აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისი მოლის (16 კმ, აღმაშენებლის გამზირი, ქ. თბილისი) ფილიალში.

ფუნქცია • მოვალეობები:
  • უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველყოფა მაღაზიის ტერიტორიაზე;
  • კომპანიის საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისგან;
  • მაღაზიის ტერიტორიაზე შემოსულ და გასულ პირთა კონტროლი წესრიგის დაცვის მიზნით;

ცოდნა • უნარები • შესაძლებლობები:
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

გრაფიკი:სრული.
ხელფასი: 1000 ლარი.
სამუშაო ადგილი, ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 16 კმ. (თბილისი მოლი).

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy.KOTON@gmail.com და წერილის თემის ველში მიუთითეთ სასურველი ფილიალი და ვაკანსიის დასახელება (დაცვა).
გისურვებთ წარმატებას!

«კოტონის» შესახებ:
მაღაზიათა საერთაშორისო ქსელი «კოტონი» 1988 წელს დაარსდა თურქეთში. პირველი მაღაზიის, რომელიც სულ რაღაც 25 კვ.მ იყო, გახსნის შემდეგ - დაუღალავი შრომის, სწორი სტრატეგიისა და დიდი ოცნების ასრულების გზაზე - კომპანიამ უმოკლეს დროში წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია. დღეის მონაცემით კოტონის 500-ზე მეტ მაღაზიას შევხვდებით მსოფლიოს 30 ქვეყანაში. მსოფლიოს მასშტაბით 11,000-ზე მეტი ადამიანი ერთიანდება «კოტონის» გუნდში, რომლებთაგან ტრენდური კოლექციების ავტორი 220 დიზაინერია.
რამდენადაც მრავალფეროვანია ჩვენი კოლექციები და განკუთვნილია ყველა ასაკობრივი თუ ცხოვრების სტილის მქონე ადამიანისთვის, ამდენადვე დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს «კოტონი» თავის თანამშრომლებს.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი)
ნახვები 33
უნიკალური ნახვები 32