27 ივნ - 27 ივლ
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისი, გლდანი
  • სრული განაკვეთი
  • საშუალო განათლება
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით

ტაქსის გამოძახების სერვისი მაქსიმი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

კონტაქტ-ცენტრი უფასოდ შეგასწავლით მუშაობისათვის საჭირო პროგრამას ადგილზე. სამუშაო გრაფიკი: 2 დღე მუშაობა; 2 დღე დასვენება.


სამუშაო გრაფიკი მოიცავს პირველი დღე დღის, მეორე დღე ღამის ცვლებს (ამ დროის განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ ისადილოთ და დაისვენოთ.):

დღის ცვლა - 09:00-დან 21:00-მდე;

ღამის ცვლა - 21:00-დან 09:00-მდე


ძირითადი მოვალეობები:

  • შემომავალი ზარის მიღება;
  • შეკვეთების გაფორმება;
  • კლიენტების კონსულტაცია;
  • მძღოლების კოორდინაცია.


პიროვნული თვისებები:

  • თავაზიანობა;
  • გამართული მეტყველება;
  • კეთილგანწყობა.


ჩვენ გთავაზობთ:

  • მუშაობას თანამედროვე საერთაშორისო კომპანიაში;
  • დასაქმებას შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე;
  • კომფორტულ პირობებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;


სამუშაო ადგილი:ქ. თბილისი, მუხიანის მე-2 მ/რ 19ა (წმინდა ნინოს ქ 19ა)


დაინტერესებული კანდიდატები ანკეტის შესავსებად გადადით შემდეგ ბმულზე: operator.catena.ge


სერვის „Maxim“-ის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმეს (CV-ს) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ სერვისი „Maxim“-ი უფლებამოსილია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.


ადასტურებთ, რომ გაქვთ ინფორმაცია თქვენი უფლების შესახებ გამოითხოვოთ ან/და მიიღოთ ინფორმაცია სერვის „Maxim“-ის მიერ თქვენ შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა შესახებ. კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება.


ასევე, ანიჭებთ უფლებას სერვის „Maxim“-ს, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიწოდებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, იმავე ან სხვა პოზიციაზე დასაქმების შემდგომი განხილვის მიზნით.

ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი
ნახვები 47
უნიკალური ნახვები 42