27 ივნ - 27 ივლ
ოფისის ხელმძღვანელი
ქუთაისი, საღორია
  • სრული განაკვეთი
  • 1500 - 1500
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • მართვის მოწმობაB
  • რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სერვისი მაქსიმი 'maxim' აცხადებს ვაკანსიას ოფისის ხელმძღვანელის პოზიციაზე ქუთაისში.

გვესაჭიროება თანამშრომელი, რომელსაც აქვს უნარი:

  • ორგანიზება გაუწიოს მგზავრების ხარისხიან მომსახურებას;
  • შექმნას პირობები მძღოლებთან თანამშრომლობისთვის;
  • ჩაატაროს დარგისა და კონკურენტების ანალიზი;
  • ორგანიზება გაუწიოს სარეკლამო კამპანიას და შეაფასოს მისი შედეგები;
  • გადაწყვიტოს ადმინისტრაციულ-სამეურნეო საკითხები.

ვიმედოვნებთ, რომ თქვენ:

  • გაქვთ გუნდის ორგანიზებისა და ლიდერობის უნარი;
  • ხართ მიზანდასახული და ყოველთვის აღწევთ შედეგს;
  • მზად ხართ მიიღოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები;
  • გაქვთ მოლაპარაკების წარმართვისა და შეთანხმების მიღწევის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მუშაობას თანამედროვე საერთაშორისო კომპანიაში;
  • დასაქმებას შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე;
  • კომფორტულ პირობებს;
  • დროულ და მაჩვენებლების მიხედვით მზარდ ხელფასს;
  • შრომის ანაზღაურებას სტაჟირების პირველივე დღიდან და უფასო სწავლებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

ანაზღაურება- 1500 ლარი ხელზე


დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გადმოგვიგზავნეთ შემდეგ მეილზე: 111jobs.hr@gmail.com გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სრულად

გისურვებთ წარმატებას!


სერვის „Maxim“-ის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმეს (CV-ს) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ სერვისი „Maxim“-ი უფლებამოსილია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.


ადასტურებთ, რომ გაქვთ ინფორმაცია თქვენი უფლების შესახებ გამოითხოვოთ ან/და მიიღოთ ინფორმაცია სერვის „Maxim“-ის მიერ თქვენ შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა შესახებ. კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება.


ასევე, ანიჭებთ უფლებას სერვის „Maxim“-ს, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიწოდებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, იმავე ან სხვა პოზიციაზე დასაქმების შემდგომი განხილვის მიზნით.

ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი
ნახვები 53
უნიკალური ნახვები 50