27 ივნ - 27 ივლ
საბითუმო გაყიდვების მენეჯერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური,რუსული
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის "თეგეტა რითეილის" გუნდში საბითუმო გაყიდვების მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
  • საბითუმო არხში პროდუქციის რეალიზაციის გაზრდის მიზნით, ახალი კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი კომერციული ურთიერთობების წარმოება;
  • ახალი კლიენტის სავაჭრო ობიექტის შესწავლა/ანალიზის საფუძველზე, კომპანიის პროდუქციის შეთავაზება/წარდგინება, ფასების გაცნობა და მოლაპარაკებების წარმოება;
  • მებითუმე კლიენტებისთვის ხელშეკრულებების პირობების დეტალური გაცნობა/შეთანხმება და აღნიშნული ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოთხოვნის ფურცლის შევსება;
  • მოთხოვნის ფურცელში წარმოდგენილი ინფორმაციის გაცნობა უშუალო ხელმძღვანელისა და კომპანიის მენეჯმენტისთვის, პირობების შეთანხმების მიზნით;
  • ხელშეკრულების გაფორმების კოორდინაცია;
  • ახალი კლიენტის პროგრამაში დასარეგისტრირებლად ინფორმაციის (იურიდიული დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი) მოლარე-ოპერატორისთვის მიწოდება;
  • მებითუმე კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოთხოვნილი პროდუქციის მარაგის მოძიება და მიწოდების უზრუნველყოფის კოორდინაცია;
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
  • ფლობ ინგლისურ და/ან რუსულ ენებს საკომუნიკაციო დონეზე;
  • გაქვს ამავე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
მაშინ,ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
  • პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
  • მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1426
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი,
საბითუმო ვაჭრობა
ნახვები 23
უნიკალური ნახვები 22