27 ივნ - 05 ივლ
ტენდერი კლინიკის მიშენებით სამუშაოებზე
მარნეულის მუნიციპალიტეტი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 596537537
„ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს კლინიკის მიშენებით სამუშაოებზე
შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს ქალაქ მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე (საკადასტრო კოდი 83.02.30.576) მულტიპროფილური კლინიკის მიშენებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით.
სატენდერო განცხადებას დანართების სახით ერთვის:
  • ხარჯთაღრიცხვა
  • პროექტები
  • ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი
  • აფიდავიტი
დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს/ატვირთოს შემდეგი ინფორმაცია:
  • ხარჯთაღრიცხვა, რომლებშიც უნდა იშიფრებოდეს ხელფასისა და მასალის ღირებულება (დარიცხვების გარეშე ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა არის პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი, ხარჯთაღრიცხვა ატვირთული უნდა იყოს თანდართული ფორმის შესაბამისად);
  • სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობა;
  • საგარანტიო პირობები, საგარანტიო ვადები;
  • სამუშაოების შესრულების ვადა, სამუშაოების შესრულების გრაფიკი
სამუშაოების შესრულებისათვის ტენდერში თანაბარი პირობების დაცვის მიზნით, თითოეულ კანდიდატს გადაეცემა ფიქსირებული ფასი კარების პოზიციებზე (ხარჯთაღრიცხვა). პრეტედენტი ვალდებულია მასალების ფასები წარმოადგინოს დანართში მითითებული ფიქსირებული ფასის შესაბამისად.
პრეტენდენტი, რომელსაც სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით სამუშაოთა საერთო ღირებულების 10%-ზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული ან/და ეს თანხა აღემატება 5000 ლარს, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია, დამკვეთთან შეთანხმებული/მისაღები ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.
ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge–ს საშუალებით 2024 წლის 04 ივლისს, 15:00 სთ–მდე უნდა ატვირთონ შემდეგი საბუთები:
  • შევსებული ხარჯთაღრიცხვა/მოცულობა
  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი, ელ. ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოს სია და მათგან არანაკლებ ორი დამკვეთი პირის რეკომენდაცია;
  • ხელმოწერილი აფიდავიტი;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე);
პრეტედენტს, დამკვეთის მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ.
  • საბანკო რეკვიზიტები (ბანკის მიერ გაცემული ბეჭდიანი ცნობის სახით);
წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ.
თუ სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, მოეთხოვება წარადგინოს:
დამკვეთისათვის მისაღები მაღალი რეპუტაციის მქონე ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან ხელშეკრულების შესრულების გარანტია მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 5%–ის ოდენობით. გარანტიის მოქმედება 3 (სამი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთისათვის მისაღები ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა – საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით.
შენიშვნა: დამკვეთს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემსრულებლის მხრიდან სამუშაოების შესრულების ვადების 10 დღითა და მეტით დარღვევის შემთხვევაში.
  • სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:
  • ხარისხი;
  • ღირებულება;
  • სამუშაოების შესრულების ვადა;
  • ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
  • ანგარიშსწორების პირობა;
სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს.
შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.
წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცადების საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დათვალიერება, ინფორმაციის დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ საკონტაქტო პირებთან - ანა თოფურიძე, +995 596537537, ელ ფოსტა: ana.topuridze@aversi.ge; გია პაიჭაძე, ტელ: +995 577274776, ელ ფოსტა: Giorgi.Paichadze@aversi.ge; მარიამ გამხიტაშვილი: +995 558101330, mari.gamkhitashvili@aversi.ge

ტენდერი/კონკურსი
ტენდერი
ნახვები 0
უნიკალური ნახვები 0