28 ივნ - 17 ივლ
პროფესიული განათლების მასწავლებელი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ამბროლაური
  • მოქნილი გრაფიკი
  • საშუალო განათლება
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ქართული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 551430088
მისამართი: ქ.ამბროლაური,ვაჟა-ფშაველას ქ.10
სსიპ კოლეჯი ,,ერქვანი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:პროფესიული განათლების მასწავლებელი

ორგანიზაციის შესახებ სსიპ - კოლეჯი ,,ერქვანი" რომელიც ახორციელებს ავტორიზებულ პროფესიულ და პროფესიული მომზადება/გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამებს.
კოლეჯი სწავლის მსურველებს სთავაზობს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადებას
კატეგორია განათლება/სწავლება
განცხადების ვადა: 2024 წლის 28 მაისიდან 16 ივლისის ჩათვლით.
რეგისტრირებული კანდიდატების შერჩევის პროცედურა დასრულდეს 2024 წლის 18 ივლისს.

თანამდებობრივი სარგო მასწავლებლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საათობრივი დატვირთვის შესაბამისად (ერთი ჩატარებული საათის ანაზღაურება - დარიცხული ხელფასი - 25 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ამბროლაური ვაჟა-ფშაველას ქ. N 10
ძირითადი ფუნქციები: სწავლის შედეგების სწავლება და პროფესიული მსმენელის შეფასება

სამუშაო აღწერილობა:
  • პროფესიული მსმენელების სწავლება შემუშავებული პროფესიული მომზადების პროგრამის შესაბამისად;
  • ალენდარულ-თემატური გეგმის შედგენა სწავლის შედეგის შესაბამისად;
  • პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება;
  • საჭიროების შემთხვევაში, მსმენელ(ებ)თვის დამატებითი (განმეორებითი) შეფასების განხორციელება;
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მსმენელესთვის სასწავლო მასალის მოდიფიცირება/აკომოდირება;
  • სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით განსაზღვრული სხვა მოთხოვნებისა და პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დაცვა.

აუცილებელი ცოდნა :
  • ფილების დახასიათება
  • ფილის სწორხაზოვნად გაჭრა
  • ფილის მრუდწირულად და წრიულად ამოჭრა
  • კედლის და იატაკის ხარისხობრივი მაჩვენებლის დახასიათება
  • ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა
  • ნაზავების მომზადება
  • დუღაბის მოსაჭიმი იატაკის მოწყობა
  • ნიშნულებისა და შუქურების მოწყობა-მობათქაშება
  • კედელზე ფილების გაკვრა
  • ნაკერების შევსება სხვადასხვა შემავსებლით
  • შემაერთებელი რიგის გაკვრა
  • იატაკზე ფილების დაგება
  • ფილისქვეშა ჰიდროიზოლაციის გაკეთება
  • კედლის და იატაკის დაკვალვითი სამუშაოების წარმოება

საჭირო უნარები:
  • კარგი წერითი და ზეპირი მეტყველების უნარი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი, სამართლიანობა,
  • ეთიკური ნორმების დაცვა, კოლეგიალობა, დადებითი უკუკავშირის გაცემის უნარი, მსმენელთა მოტივირების უნარი, ასერტიულობა, შეფასების უნარი, სწავლების თანამედროვე მეთოდების და ტექნიკების გამოყენების, აკურატულობა და პუნქტუალურობა, ანალიტიკური უნარები, დაგეგმვის უნარი, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • განათლება: უმაღლესი /პროფესიული განათლება საამშენებლო მიმართულებით. ან მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საამშენებლო მიმართულებით.
  • სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საამშენებლო მიმართულებით.
  • კომპიუტერული პროგრამები

პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
  • Microsoft Word კარგი
  • Microsoft Excel კარგი
  • Microsoft Power Point - კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
საკონკურსო კომისიის მისამართი ქ.ამბროლაური. ვაჟა-ფშაველას ქ. N 10
საკონტაქტო ტელეფონები +0439 22 11 92 კოლეჯი; +995, 551 43 00 88 ლიანა კერვალიშვილი;

საკონტაქტო პირები
  • კონკურსში მონაწილეობის მსურველი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:
  • ავტობიოგრაფია (CV)
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი,
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები.
  • სამოტივაციო წერილი.

შერჩევის შემთხვევაში კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული ასლები.
  • სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლეობის ცნობა
  • მამრობითი სქესის პირებმა (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დამატებითი ინფორმაცია
  • გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს.
  • კონკურსი ცხადდება პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.
  • გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, გასაუბრების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 დღისა.

კონკურსის ეტაპები
განცხადების გადარჩევა
გასაუბრება
შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება სწავლების გამოცდილების მქონე პირს

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: koleji.erqvani@gmail.com
მეცნიერება/განათლება
სპეც. განათლება
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები 17
უნიკალური ნახვები 17