28 ივნ - 28 ივლ
საწყობის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე,თბილისში

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, მარნეულსა და ლილოში.
კომპანიისთვის მთავარი ღირებულებაა ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული საინტერესო და დინამიური სამუშაო გარემო.

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება;
  • თანამშრომლის ფასდაკლება;
  • Fit pass.

ფუნქცია - მოვალეობები:
  • საწყობებს შორის გადაადგილების გაფორმება;
  • შემოსული პროდუქციის 1C-ში ან wms-ში ასახვა;
  • საქონლის შემოსვლის ორდერის და გასავლის ორდერის გაფორმება;
  • სასაქონლო ზედნადებების ატვირთვა, დასრულება და ა/ფ გადაგზავნა;
  • არაფაქტურირებული რეალიზაციების და გადაადგილებების კონტროლი;
  • რეპორტების გაკეთება, უშუალო ხელმძღვანელზე და საწყობის უფროსზე მიწოდება;
  • სახარჯი მასალების კონტროლი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • სასურველია Microsoft Office საბაზისო ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:
გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით მეილზე: recruit@gorgia.ge ( სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი);
შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/2Yx0jEI
მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები 23
უნიკალური ნახვები 22