28 ივნ - 28 ივლ
მიმღები ზონის სპეციალისტი
თბილისი, ვაკე
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიებს მიმღები ზონის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში, ვაკის ფილიალში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი.
გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-ზე მეტ თანამშრომელს კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 11 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში.
კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის მიღება მითვლა დაბარკოდება და პროგრამულად გამართვა;
  • პროდუქციის მოძრაობა, გადაადგილება, ტრანსპორტირება;
  • სექციების მიხედვით აღწერის დოკუმენტების შექმნა;
  • გადათვლის კონტროლი და პროგრამაში აღრიცხული რაოდენობების შეყვანა დაფიქსირება;
  • მოძრაობის დაუსრულებელი ოპერაციების კონტროლი;
  • უარყოფითი ნაშთების კონტროლი;
  • პროდუქციის მომწოდებელთან უკან დაბრუნების კონტროლი;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ამ მიმართულებით;
  • სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელური;
  • ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლიანი;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:
გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)
შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/2Yx0jEI
მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი
ნახვები 10
უნიკალური ნახვები 10