28 ივნ - 28 ივლ
ადმინისტრაციული მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 579707676
კომპანია NEW AUTO MOTORS-ში ცხადდება ვაკანსია ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

მოთხოვნები:
  • საოფისე პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

ფუნქციები:

  • შეხვედრების დაგეგმვა (კალენდრის შედგენა) და ორგანიზება;
  • შეხვედრებზე განხილული საკითხების დოკუმენტირება;
  • მაღალი დონის პროფესიონალური კომუნიკაციის წარმართვა (მეილების, სამსახურებრივი კორესპონდენციის მიმოცვლის წარმოება) ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  • დავალების შემთხვევაში სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება, გაანალიზება და შემაჯამებელი დოკუმენტების მომზადება;
  • პრეზენტაციების, საინფორმაციო სახის მასალების მომზადება დავალების შესაბამისად;
  • ხელმძღვანელის სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს ანალიტიკური უნარები;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი ხარისხი;
  • კანდიდატი უნდა იყოს კეთილსინდისიერი და გამოირჩეოდეს სანდოობის მაღალი ხარისხით;
  • კანდიდატი უნდა იყოს პროდუქტიული და შედეგსა და ხარისხზე ორიენტირებული;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს დროის მართვის უნარი;
  • იყოს დეტალებზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაოს;
  • მეგობრულ გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;

ვაკანსიით დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 579707676, ან გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე: autovacancy0@gmail.com

წარმატებებს გისურვებთ!
ადმინისტრაცია
ადმინისტრატორი
ნახვები 42
უნიკალური ნახვები 39