02 ივლ - 28 ივლ
ვიპ
მაღაზიის მენეჯერი
თბილისი, ვერა, ღამბაშიძის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
LovelyRoses.ge აცხადებს ვაკანსიას ყვავილების მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე.

რას გთავაზობთ:
  • მეგობრულ და სასიამოვნო ატმოსფეროს ყვავილების გარემოცვაში
  • პროფესიონალების გუნდში მუშაობის გამოცდილებას
  • ბიზნეს კორესპონდენციის უნარების დახვეწას
  • ერთდროულად ბევრი დავალების შესრულების გამოცდილებას
  • პროცესის მართვაში თავდაჯერებულობის გამომუშავებას
  • მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევების დახვეწას

სამუშაოს აღწერა
  • შეკვეთების მიღება ტელეფონით, სოციალური ქსელებით, ელ-ფოსტითა და სხვა არხებით.
  • შეკვეთების მართვა: გადაცემა ფლორისტებისთვის - გასამზადებლად და კურიერისთვის - მისატანად.
  • შეკვეთის სტატუსის ცვლილება სისტემაში
  • ვებგვერდზე პროდუქციის განახლება, საჭიროებისამებრ კორექტირება და დამატება
  • სხვადასხვა ადმინისტრაციულ/საოფისე საკითხებში დახმარება
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

მოთხოვნები
  • მულტითასქინგი – ხშირად ასეთია სამუშაოს რეალური სახე - არ გაქვს დრო რომ დაასრულო ერთი საქმე, ისე უნდა დაიწყო მეორე. ამიტომ თუ თქვენს ცხოვრებაში ბევრ რამეს ერთდროულად უმკლავდებით, აქაც მარტივად გამოგივათ
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა – თუ დავალება თქვენ მოგეცათ, თქვენ ხართ მასზე პასუხისმგებელი და თქვენ უნდა აკონტროლოთ ის საკითხი მომავალშიც
  • მეგობრულობა - ჩვენი ატმოსფერო ძალიან მეგობრულია, ამიტომ ვეძებთ ისეთ კანდიდატს, რომელიც მეგობრული, ღიმილიანი და მხიარული იქნება
  • სწრაფად ფიქრი და კეთება - ჩვენ ყველა საკმაოდ სწრაფად ვმუშაობთ, ამიტომ გვჭირდება კანდიდატი, რომელიც ამ რეჟიმს ფეხს აუწყობს
  • დამოუკიდებლობა – ხშირად მოგიწევთ იმის მოფიქრება, რას გააკეთებთ და როგორი იქნება თქვენი მომდევნო ნაბიჯი (ჩვენც, რა თქმა უნდა, გვერდით ვიქნებით და დაგეხმარებით, მაგრამ ინიციატივა თქვენგან უნდა მოდიოდეს)
  • ყვავილების დასახელებების და გარჩევის სწავლა - საჭირო იქნება გარკვეული ყვავილების სახელების და ჯიშების შესწავლა.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3-5 დღე, 09.00-17.00 (დილის ცვლა) ან 16.00.00-00.00 (ღამე ტაქსით მომსმახურეობას უზრუნველყოფს კომპანია). მენეჯერებს შორის შესაძლებელია სამუშაო დღეებისა და ცვლების შეთანხმება.
ამ ეტაპზე პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ იმუშავონ მეტწილად დილის ცვლებში.

მზარდი დღიური ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 35 ლარი (ხელზე ასაღები ოდენობა);
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვერა, შალვა ღამბაშიძის 10.

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://forms.gle/9dneFnnaEMSWGa1y7
გაყიდვები
ფილიალების ქსელი
ნახვები 161
უნიკალური ნახვები 159
მსგავსი განცხადებები
ბათუმი
ჩვეული
ქუთაისი
ჩვეული