28 ივნ - 28 ივლ
სტანდარტი
მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი, დიდი დიღომი, რამაზის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ვისტამედი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ცნობადობის გაზრდის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა;
  • გაყიდვების მუდმივი მონიტორინგი და ეფექტური გაყიდვების გეგმის შემუშავება;
  • ვიზიტები სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან;
  • ახალი პოტენციური ადგილმდებარეობების შერჩევა და მენეჯმენტისათვის შეთავაზება;
  • გაყიდვების პროცესების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
  • სოციალური მედიის და ვებ-გვერდის მენეჯმენტი, განვითარებაზე ზრუნვა
  • ყოველდღიური და ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება, ანალიზი და მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 2-3 წლიანი გამოცდილება, სასურველია სამედიცინო სფეროში;
  • პრიორიტეტულია პროექტების მართვის მიმართულებით გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

ფუნქციური მოთხოვნები:
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • პროცესების ორგანიზაცია
  • ანალიტიკური უნარები
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;

არაფუნქციური მოთხოვნები (პიროვნული თვისებები):
  • კომუნიკაბელურობა
  • ლიდერული თვისებები
  • დამოუკიდებლობა/პასუხისმგებლობა;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • მიზანმიმართულობა;

ანაზღაურება განიხილება კონკრეტულ შემთხვევებში კანდიდატის კომპეტენციებიდან და უნარებიდან გამომდინარე. საწყისი ანაზღაურება (გამოსაცდელ პერიოდში კონკრეტული, შემდგომ ფიქსირებულს + ბონუსი).

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი , რამაზის 28
სამუშო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელ.მისამართზე: careers@vistamedi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მარკეტინგის მენეჯერი“
მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტინგის მენეჯერი
ნახვები 85
უნიკალური ნახვები 85