28 ივნ - 28 ივლ
HVAC ინჟინერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია ,,სთათიქ ლინკ"-ი დაარსდა 2019 წელს და ქართულ და არამარტო ქართულ ბაზარზე, სპეციალიზირებულია საინჟინრო სისტემების პოექტირების, მონტაჟის და შემდგომი სერვისების მიმართულებით.

კომპანიის ძირითადი მიმართულებებია:
  • HVAC (გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია)
  • წყალმომარაგება-წყალარინება
  • სანიაღვრე სისტემები
  • ხანძარქრობის სისტემები
  • სახანძრო ვენტილაცია

კომპანია ,,სთათიქ ლინკი“ აცხადებს ვაკანსიას ზემოთ ჩამოთვლილი სისტემების HVAC ინჟინერის (პროექტანტის) პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები :
  • საინჟინრო პროექტების შემუშავება, მათ განვითარებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • საინჟინრო გუნდთან მუშაობა პროექტის გეგმის შემუშავებაში, პროექტის ბიუჯეტის, კალენდარული გეგმა-გრაფიკის, ცოცხალი ძალის, მასალების და აღჭურვილობის მოთხოვნების განსაზღვრა.

ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მესამე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, კურსდამთავრებული ან მაგისტრანტი საინჟინრო მიმართულებით.
  • Autocad-თან მუშაობის გამოცდილება. ( სასურველია Revit-თან მუშაობის გამოცდილება)
  • ზემოთ ჩამოთვლილი სისტემების ან რომელიმე მიმართულების თეორიული ცოდნა
  • მონაცემთ დამუშავების და ვიზუალიზაციის რომელიმე პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად

ჩვენ გთავაზობთ:
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ პოზიტიურ სამუშაო გარემოს და გუნდს
  • სწავლის და განვითარების პროგრამებს

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაცაიის მიხედვით

შერჩეულ კანდიდატებს,რომლებიც წარმატებით გაივლიან საგამოცდო პერიოდს მიეცემათ შესაძლებლობა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაესწრონ სხვადასხვა ტრენინგებსა და საერთაშორისო სემინარებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@staticlink.ge
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
ვენტილაცია/გათბობა/კონდიცირება (HVAC)
ნახვები 16
უნიკალური ნახვები 15