01 ივლ - 29 ივლ
ოფისის მენეჯერი
თბილისი, საბურთალო
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საპროექტო-სამშენებლო კომპანიანიუ ქორნერდაარსდა 2007 წელს და 17 წლის განმავლობაში ვქმნით არქიტექტურულ პროექტებს და ვაშენებთ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების მქონე შენობა-ნაგებობებს.

https://ncorner.ge/

კომპანია New Corner აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: . თბილისი, საბურთალო

დასაქმების ტიპი:სრული განაკვეთი

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათი , (1 საათი შესვენება)



ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ერთიანი საქმისწარმოების (ხელშეკრულებების, ბრძანებების და სხვა დოკუმენტების შედგენა, რეგისტრაცია, შენახვა, შესრულების ვადების დაცვა და ..) დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად, დოკუმენტბრუნვის განხორციელება და კონტროლი;
  • კომპანიის სოციალურ ქსელებში, სატელეფონო ზარებსა და კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე მოსული წერილების ყოველდღიური მონიტორინგი, პასუხი და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
  • კომპანიის ვებგვერდის და სოციალური ქსელების მართვა და რეკლამირება;
  • შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • ოფისის სამეურნეო მარაგის დროულად შეკვეთა;
  • კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
  • პერსონალის საკადრო საქმისწარმოება, თანამშრომელთა პირადი საქმეების, შრომითი ხელშეკრულებების, შვებულებების, მივლინებების მართვა;
  • ვაკანსიის განაცხადის მომზადება, გავრცელების უზრუნველყოფა, ინტერვიუს ორგანიზება;
  • თანამშრომელთა სამუშაოზე მიღებისა და სამსახურის დატოვების პროცედურების განხორციელება;
  • დასაქმებულთა სამუშაო დროის აღრიცხვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული მენეჯერის სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება შესაბამის თანამდებობაზე;
  • დოკუმენტაციასთან და კორესპონდენციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია MS OFFICE სამომხმარებლო დონეზე ცოდნა, განსაკუთრებით MS Excel, MS Word;
  • Facebook Ads Manager-ის და Meta Business Suite-ის ცოდნა;
  • სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, Linkedin) მართვის გამოცდილება;
  • სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;


პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დისციპლინირებულობა;
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა.
  • დამატებითი ინფორმაცია:


ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@ncorner.ge



თქვენ მიერ, რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ კომპანიამ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით. ამ ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს !

ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი
ნახვები 77
უნიკალური ნახვები 71