01 ივლ - 31 ივლ
რესტორნის მენეჯერი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, შეკვეთილი
  • სეზონური/დროებითი
  • 3500
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სასტუმრო Magnika Resort & Spa შეკვეთილში,ზღვასთან ახლოს,მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე მდებარეობს,გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და ზომიერი კლიმატით.
სასტუმროში წარმოდგენილია 42 თანამედროვე კომფორტული ნომერი, 5 ვილა, ღია აუზი, სპორტული დარბაზი, რესტორნები, ბარი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი.

სასტუმრო შეკვეთილში, Magnika Resort აცხადებს სეზონურ ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: შეკვეთილი;
უზრუნველყოფილია კვება და საცხოვრებელი.
სამუშაო გრაფიკი 6/1.
ანაზღაურება: 3500 ლარი (net);

მოცემულ პოზიციაზე თანამშრომლის გამოძახება მოხდება 1 ივნისიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • სასტუმროს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • საჭირო კომპიუტერული პროგრამები: MS Office.
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონე;
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;

მოვალეობები:
  • ბიუჯეტის შედგენა;
  • დანახარჯების კონტროლი;
  • რესტორნის მართვა;
  • მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების შესახებ ტრენინგების ჩატარება დაქვემდებარებულთათვის, სტანდარტების დაცვის კონტროლი;
  • თანამშრომლების ტრენინგი და მათი დროული უზრუნველყოფა სიახლეებით;
  • სტუმრებზე ორიენტირებულობა;
  • რესტორანსა და ბარში სისუფთავის კონტროლი;
  • პერსონალის მართვა;
  • შეფ მზარეულთან მენიუს შეთანხმება;
  • სასმელისა და საკვების რაოდენობის კონტროლი;
  • მომარაგების თანამშრომელთან ურთიერთობა და კონტროლი;
  • წარმატების მისაღწევად გუნდისთვის მოტივაციის შექმნა;
  • გუნდის მუშაობაზე პასუხისმგებლობის აღება;
  • სამუშაო პროცესების ეფექტური მართვა;
  • მიმდინარე პროცესების სტრატეგიული დაგეგმარება, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, ორგანიზება და კონტროლი;
  • არსებული მატერიალური რესურსების /მარაგების კონტროლი და ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
  • მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა და საქმიანობის ხარისხის მონიტორინგი;
  • სხვადასხვა ღონისძიებების სრული სპექტრის ორგანიზების მართვა;
  • სტუმრისგან მიღებული კომენტარის გათვალისწინება და მოცემული ინფორმაციის გადაცემა შეფ მზარეულისთვის და სასტუმროს გენერალური მენეჯრისთვის, უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება;
  • სამუშაო პროცესის შედეგების მუდმივი ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • სტუმართმოყვარე და პოზიტიური ატმოსფეროს შექმნა;
  • შრომის დაცვის წესების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმატივების დაცვის მონიტორინგი;

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge, 2024 წლის 1 აგვისტომდე, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
რესტორნის მენეჯერი
ნახვები 18
უნიკალური ნახვები 18