01 ივლ - 31 ივლ
მიმტანი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, შეკვეთილი
  • სეზონური/დროებითი
  • 1400
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სასტუმრო Magnika Resort & Spa შეკვეთილში,ზღვასთან ახლოს,მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე მდებარეობს,გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და ზომიერი კლიმატით.
სასტუმროში წარმოდგენილია 42 თანამედროვე კომფორტული ნომერი, 5 ვილა, ღია აუზი, სპორტული დარბაზი, რესტორნები, ბარი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი.
სასტუმრო შეკვეთილში, Magnika Resort აცხადებს სეზონურ ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: შეკვეთილი;
უზრუნველყოფილია კვება და საცხოვრებელი.
გრაფიკი: 6/1.
ანაზღაურება: 1400 ლარი (net) + თიფსი.
მოცემულ პოზიციაზე თანამშრომლის გამოძახება მოხდება 6 ივნისიდან ეტაპობრივად 1 ივლისამდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B1 დონე (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება;
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;

მოვალეობები:
  • სტუმრის დახვედრა და დადებითი განწყობის შექმნა
  • თავაზიანი და სწრაფი მომსახურება
  • სტუმრებისთვის მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ;
  • შეკვეთების მიღება, ანგარიშის გახსნა და დროული გამასპინძლება სტანდარტების შესაბამისად;
  • ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
  • სტუმართან ყურადღებით ყოფნა, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება;
  • შვედური მაგიდის მომსახურება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით;
  • სწრაფი და თავაზიანი მომსახურება კვებისა და სასმელების მომსახურების სტანდარტების შესაბამისად.

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge, 2024 წლის 1 აგვისტომდე, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმტანი
ნახვები 11
უნიკალური ნახვები 10