01 ივლ - 31 ივლ
ჭურჭლის მრეცხავი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, შეკვეთილი
  • სრული განაკვეთი
  • 1200
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სასტუმრო Magnika Resort & Spa შეკვეთილში,ზღვასთან ახლოს,მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე მდებარეობს,გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და ზომიერი კლიმატით.
სასტუმროში წარმოდგენილია 42 თანამედროვე კომფორტული ნომერი, 5 ვილა, ღია აუზი, სპორტული დარბაზი, რესტორნები, ბარი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი.

სასტუმრო შეკვეთილში, Magnika Resort აცხადებს სეზონურ ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: შეკვეთილი; უზრუნველყოფილია კვება და საცხოვრებელი.
ანაზღაურება: 1200 ლარი (net) ცვლაში 80 ლარი, გრაფიკი 12 საათინი ცვლა ყოველ მეორე დღეს.

მოცემულ პოზიციაზე თანამშრომლის გამოძახება მოხდება 1 ივლისიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • არსებულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;

მოვალეობები:
  • გარეცხოს სამზარეულოს ყველა ინვენტარი (ტაფა, თეფში, ჭიქა, ფინჯანი და სხვა.) დეტალებზე ყურადღების გამახვილებით;
  • დაიცვას ინსტრუქციები (სანაგვე ყუთის დაცლა და ა.შ.) რათა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის მზადყოფნა მომავალი მომსახურებისათვის;
  • დაასუფთაოს სამზარეულო და მასში არსებული ინვენტარი;
  • ფლობდეს ინფორმაციას ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ;
  • სწორად გამოიყენოს სარეცხი მოწყობილობები;
  • უზრუნველყოს მუშაობისთვის სარეცხი საშუალების საჭირო რაოდენობის კონტროლი;
  • დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამრეცხაოს ზედამხედველს ნებისმიერი გაუგებრობისა და პრობლემის შესახებ;
  • დაიცვას და უზრუნველყოს სისუფთავე სამუშაო ადგილას;
  • უზრუნველყოს ყველა მასალის კარგ მდგომარეობაში შენახვა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად.

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge, 2024 წლის 1 აგვისტომდე, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ჭურჭლის მრეცხავი
ნახვები 7
უნიკალური ნახვები 7