01 ივლ - 31 ივლ
დამლაგებელი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, შეკვეთილი
  • სეზონური/დროებითი
  • 900 + ბონუსი 200
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სასტუმრო Magnika Resort & Spa შეკვეთილში,ზღვასთან ახლოს,მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე მდებარეობს,გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და ზომიერი კლიმატით.
სასტუმროში წარმოდგენილია 42 თანამედროვე კომფორტული ნომერი, 5 ვილა, ღია აუზი, სპორტული დარბაზი, რესტორნები, ბარი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი.

სასტუმრო შეკვეთილში, Magnika Resort აცხადებს სეზონურ ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: შეკვეთილი;
უზრუნველყოფილია კვება და საცხოვრებელი.
გრაფიკი: 6/1.
ანაზღაურება: 900 ლარი (net) + მაქსიმუმ 200 ლარი ყოველთვიური ბონუსი შესრულებული სამუშაოს შესაბამისად;
მოცემულ პოზიციაზე თანამშრომლის გამოძახება მოხდება 1 ივლისიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • არსებულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;

მოვალეობები:
  • სასტუმროში განთავსებული ოთახების ყოველდღიურად დასუფთავება, კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
  • უზრუნველყოს დერეფნის მონაკვეთის სისუფთავე, მათ შორის ხალიჩის, პლინთუსის, ნახატების, შვერილების, სკამებისა და მაგიდების;
  • ლოგინის გადასაფარებლების, ზეწრების, საბნებისა და სახშაპის ფარდების ხშირი წმენდა და დასუფთავების დეპარტამენტში აღრიცხვა;
  • წუნდებული თეთრეულის სწორად აღმოჩენა;
  • ყველა სართულის გასაღებების მიღება-ჩაბარების უზრუნველყოფა;
  • დაკარგული ნივთების დასუფთავების დეპარტამენტში მოთავსება;
  • შესაბამისი ფორმის შევსება ყოველი ცვლის ბოლოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ურიკების საჭირო სასაწყობე რაოდენობა;
  • უზრუნველყოს აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვა და ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ცვლის უფროსის/ზედამხედველის ინფორმირება;
  • ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შეატყობინოს ცვლის უფროსს/ზედამხედველს;
  • კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და მოვალეობის ამ პროცედურების შესაბამისად შესრულება.

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტრესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge, 2024 წლის 1 აგვისტომდე, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!

სასტუმრო/რესტორანი/კვება
დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
ნახვები 9
უნიკალური ნახვები 9