01 ივლ - 31 ივლ
სტანდარტი
კონტენტ მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@gastronome.ge
GASTRONOME GROUP- ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებელს შევთავაზეთ, ახალი ქვებრენდი Brunch By Gastronome, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს.
ვებგვერდზე: https://gastronome.ge/
GASTRONOME -ის გუნდში ვეძებთ თანამშრომელს კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- კონტენტის გუნდის ყოველდღიური ოპერაციებისა და შესრულების მართვა
- კონტენტის წარმოება, რომელიც წარმოქმნის ციფრულ და ონლაინ ტრაფიკს და მოიზიდავს ახალ მომხმარებლებს
- პასუხისმგებელია ახალი კონტენტის სტრატეგიების შექმნასა და განხორციელებაზე, მარკეტინგის დირექტორთან ერთად
- პასუხისმგებელია ანალიტიკური ანგარიშების გენერირებაზე, შემდგომი განვითარებისთვის
- ყოველთვიური კონტენტ-კალენდრის მომზადება; ბიუჯეტირება
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ან მედია კომუნიკაციის სფეროში
- კონტენტის მენეჯმენტის გამოცდილება, მინიმუმ 3 წელი
- CMS-თან მუშაობის გამოცდილება
- SEO ექსპერტიზა
- ინგლისური ენის თავისუფალი ფლობა
- დეტალებზე ორიენტირებული ყურადღების უნარი
- წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
- ლიდერობისა და ხალხის მართვის უნარები
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 ივლისამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge .
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ ( შპს სილქ გასტრონომი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი
ნახვები 63
უნიკალური ნახვები 60