01 ივლ - 31 ივლ
კორპორატიული B2B გაყიდვების აგენტი
თბილისი
  • მოქნილი გრაფიკი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ქართული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინოვაციური სტარტაპი AddMe აცხადებს ვაკანსია "კორპორატიული B2B გაყიდვების აგენტის" პოზიციაზე

ძალიან კარგი შესაძლებლობა განვითარებაზე ორიენტირებულ, კომუნიკაბელური სტუდენტებისთვის ან ვინც ახლა დგამს გაყიდვებში ფეხს, ან ვისაც უბრალოდ კარგად ეხერხება გაყიდვები!! ანაზღაურებადი, ბონუსური სისტემით.

ინოვაციური სტარტაპისთვის ვეძებთ ახალ გუნდის წევრებს,


მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

  • კომუნიკაბელური, სხარტი, მოლაპარაკების უნარი, პასუხისმგებლიანი, თავაზიანი
  • გამოცდილება ამ მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად.


დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს.


მეილზე მოგვწერეთ, თუ რატომ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით


პოზიციის აღწერა:

  • როგორც B2B გაყიდვების გუნდის წევრი თქვენ პასუხისმგებელი იქნებით კორპორატიული მომხმარებლების მოზიდვაზე

  • შემუშავებული სტრატეგიებისა და წესების მიხედვით მომხარებლებთან პირველადი კომუნიკაციის დამყარება, მონაცემების შესაბამისი წარმოება და ასახვა, შეთავაზების დახურვა.

  • მივესალმებით ინიციატივებს

მოვალეობები:
  • პოტენციური მომხმარებლების ბაზებთან მუშაობა, ზარების განხორციელება, ონლაინ შეხვედრების განხორციელება; პირდაპირი შეხვედრების ჩანიშვნა;

  • მომხმარებლებთან სწორი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება ახალი მოზიდული შეკვეთების დამუშვება.


უშუალო პასუხისმგებლობები:


  • გაყიდვების ზრდა;

  • კომპანიის რეპუტაციაზე ზრუნვა;

  • შეკვეთებისა და ინფორმარციების სწორი პროგრამული ასახვა;

  • კომპანიის საერთო ღირებულებების გაზიარება; საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა, გუნდურობა, მომხმარებლის ცენტრალურობა, სიახლეებისადმი მიდრეკილება, მუდმივი განვითარება, ურთიერთ პატივისცემა და საერთო მოტივაციაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • შესანიშნავი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი (დისტანციური კომუნიკაცია);
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად მუშობის უნარები;
  • პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა.

ჩვენი გუნდი ელის მოტივირებულ, მიზანდასახულ, პასუხისმგებლიან, განვითარებაზე ორიენტირებულ ახალი გუნდის წევრებს, რომლებთან ერთადაც გავიზრდებით და გვექნება საერთო მიზნები. გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივით, ერთად დავიპყრობთ მწვერვალებს <3

გელით ჩვენს დინამიურ თავგადასავლებით სავსე გარემოში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV და მეილზე მოგვწერეთ, თუ რატომ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით, თემაში მიუთითეთ პოზიცია - hr@addme.ge
გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი),
გაყიდვების აგენტი,
კორპორატიული კლიენტები (B2B)
ნახვები 19
უნიკალური ნახვები 19