02 ივლ - 31 ივლ
ვიპ
პრობლემური პორტფელის მართვის ოფიცერი
თბილისი, ჩუღურეთი, აღმაშენებლის გამზ.
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ALMAL.GE არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მომსახურებას და აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პრობლემური პორტფელის მართვის ოფიცერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook);
  • ინგლისური და რუსული ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • დავალიანების დაფარვის მიზნით კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
  • ვადაგადაცილების მოგვარება და მისი აღმოფხვრისათვის საჭირო გზების ძიება;
  • ვალდებულებების დაფარვის უზრუნველყოფა;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
  • რეპორტინგი მენეჯმენტთან;
  • ჯგუფის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

კომპეტენციები და უნარები:

  • მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00 | 5/7

ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@almal.ge და მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება და სასურველი ანაზღაურება.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს https://almal.ge

საბანკო
პრობლემური სესხების ოფიცერი
ნახვები 42
უნიკალური ნახვები 41