01 ივლ - 31 ივლ
პრომოუტერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური,რუსული,ქართული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე ბათუმში. კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან."გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.

კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
გორგია წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება;
  • თანამშრომლის ფასდაკლება;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბრენდის უპირატესობების გაცნობა მომხმარებლისთვის;
  • ყოველდღიური ანალიზების კეთება;
  • სტენდის მოწესრიგება;
  • ნაშთების კონტროლი;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ქართული, ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:
გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: https://shorturl.at/KHDe6
მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებებს!
მარკეტინგი, რეკლამა, PR
სარეკლამო აგენტი
ნახვები 8
უნიკალური ნახვები 8