01 ივლ - 31 ივლ
პრისელერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • მართვის მოწმობაB
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შ.პ.ს "შავნაბადა" წარმოადგენს ნახევარფაბრიკეტების მწარმოებელ და დისტრიბუტორ კომპანიას, რომელიც ლიდერია აღნიშნულ სეგმენტში და ბაზარზე წარმოდგენილია "დიდგორის" ბრენდით.

შ.პ.ს "შავნაბადა" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით კლიენტებთან ვიზიტი და შეკვეთების აღება
  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება
  • კლიენტების რაოდენობასა და გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა
  • გაყიდვების გაზრდის მიზნით სპეციალური აქტივობების განხორციელება
  • მარშრუტებზე დასმული გეგმების შესრულება
  • შეკვეთების ასახვა სისტემაში
  • დავალიანების კონტროლი (არსებობის შემთხვევაში)
  • კლიენტისგან აღებული თანხის დროულად შემოტანა კომპანიის ანგარიშზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით - მინიმუმ 6 თვე
  • სასურველია უმაღლესი განათლება
  • აუცილებელია მოქმედი მართვის მოწმობა - B კატეგორია
  • ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა
  • შედეგზე ორიენტირებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ მეილზე: didgori2010@gmail.com.
გაყიდვები
პრისელერი
ნახვები 17
უნიკალური ნახვები 17