02 ივლ - 01 აგვ
შესყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1300
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია "ჯიბე Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო ადგილი: თბილისი, თორნიკე ერისთავის N9
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 შაბათი - 10:00-14:00
ანაზღაურება: 1300 (მზარდი)

ფუნქცია-მოვალეობები:
  • დადგენილი გრაფიკის მიხედვით შეკვეთების განხორციელება
  • დადგენილი გრაფიკის მიხედვით მომწოდებლებისათვის შეკვეთების დროულად და ზუსტად მიწოდება
  • მომწოდებელსა და მიმღებს შორის, ზუსტი და ოპერატიული დოკუმენტთბრუნვის უზრუნველყოფა
  • ცენტრალური და მაღაზიის საწყობიდან პროდუქციის მიღებასთან დაკავშირებული ყოველდღიური შეტყობინებების ანალიზი და მასზე მყისიერი რეაგირება
  • ცენტრალურ და მაღაზიის საწყობთან მუდმივი კომუნიკაცია ნაშთების და პროდუქციის მიღების გრაფიკის ცვლილების თაობაზე
  • სასაქონლო მარაგების ანალიზი: ჭარბი ნაშთებისა და დეფიციტის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება, კომპანიაში არსებული წესების დაცვით
  • შეკვეთების პროგრამული ასახვის უზრუნველყოფა
  • უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, სამუშაო პროცესთან დაკავშირებული, მიმდინარე ამოცანების და პრობლემების ანალიზი და გადაჭრის გზების დასახვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით
  • სასურველია სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით ექსელის ცოდნა
  • კანდიდატისთვის უპირატესობად ჩაითვლება ძლიერი მათემატიკური უნარები
  • კანდიდატისთვის უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა "აპექსის" ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მისამართზე: HR@jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი
ნახვები 35
უნიკალური ნახვები 34