02 ივლ - 15 ივლ
სტარტი
საპარკინგე სივრცის კოორდინატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
დასახელება: საპარკინგე სივრცის კოორდინატორი
თარიღი: 2/07/2024-14/07/2024
სამუშაო ადგილი : ვაჟა-ფშაველას 27ბ
სამუშაო გრაფიკი : სრული (დღის)

შპს ’’ავერსის კლინიკა’’ აცხადებს საპარკინგე სივრცის კოორდინატორი ვაკანსიას ცენტრალურ ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები :
  • საპარკინგე ადგილზე სატრანსპორტო საშუალებების დაშვება დადგენილი წესის შესაბამისად;
  • საპარკინგე სისტემის მუდმივი კონტროლი და მისი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • შემოსული თანხების კონტროლი და ინკასაციისთვის მომზადება ცენტრალურ სალაროში შესატანად.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები :
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • არაკონფლიქტურობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge . ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საპარკინგე სივრცის კოორდინატორი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა : 14/07/2024
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზრვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!

სამედიცინო
სხვა (სამედიცინო)
უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი)
ნახვები 52
უნიკალური ნახვები 48