02 ივლ - 01 აგვ
კაბინეტის მედდა
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
"ევექსი" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.
ვებგვერდი: https://evex.ge/ka/
შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას კაბინეტის მედდის/ექთნის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისის პოლიკლინიკები
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:
  • კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
  • საექთნო მანიპულაციების შესრულება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

ვაკანსიის მოთხოვნები:
  • პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენთან შენ მიიღებ:
  • ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.

ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
  • 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
  • 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა "ნიუ დენტში"
  • ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/kabinetis-meddaeqtani/455
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო
მედდა
ნახვები 8
უნიკალური ნახვები 8