02 ივლ - 01 აგვ
ექოსკოპისტის ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
“ევექსი” საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
„ევექსი“ ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.

ვებგვერდი: https://evex.ge/ka/
შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!

ევექსი აცხადებს ვაკანსიას ექოსკოპისტის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სთ)/ ნახევარი (20 სთ)

ძირითადი მოვალეობები:
  • კლინიკის მიერ შემუშავებული პოლისებისა და პროტოკოლების შესრულება;
  • ექოსკოპისტის ასისტირება კვლევის ჩატარების დროს;
  • კვლევის ჩანაწერების ზუსტად და დროულად მომზადება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
ვაკანსიის მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება ( განიხილებიან სტუდენტებიც);
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • პრიორიტეტულია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

ჩვენთან შენ მიიღებ:
  • ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
  • ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
  • 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
  • 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
  • ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/eqoskopistis-asistenti/348
„ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო
რადიოლოგია/რედგენოლოგია
ნახვები 16
უნიკალური ნახვები 15