02 ივლ - 01 აგვ
ანაზღაურებადი სტაჟირება ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტში
თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზ.
  • სტაჟირება
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
“ევექსი” საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
„ევექსი“ ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.
ვებგვერდი: https://evex.ge/ka/ Facebook: https://www.facebook.com/evexclinics/
შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!

ევექსი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველა #40

ძირითადი მოვალეობები:
  • თანამშრომლების დახმარება, როგორც დისტანციურად ასევე ადილზე, კომპიუტერული სისტემების, პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკის გამართვასთან დაკაშირებულ საკითხებზე;
  • პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვა.) ინსტალაცია, გამართვაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;

ვაკანსიის მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნილოგიების მიმართულებით (განიხილებიან ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებიც)
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი.
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);

ჩვენთან შენ მიიღებ:
  • ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
  • ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
  • 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
  • 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
  • ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე
  • ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

სტაჟირებისას თქვენ შეისწავლით IT სერვისის მიმართულებას საწყისებიდან. ჩვენთან გატარებული დრო ჩაგეთვლებათ დიდ კორპორაციაში მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებად. ამასთანავე, პრაქტიკის გავლის შემდეგ, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილული იყოს ევექსის ვაკანსიებზე.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/stajireba-it-departamentshi/652
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ინფორმაციული ტექნოლოგიები
ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)
ნახვები 68
უნიკალური ნახვები 63