02 ივლ - 29 ივლ
მოლარე-ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 850 + ბონუსი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ქართული,ინგლისური
ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

თუ გსურთ გახდეთ საერთაშორისო ჰოლდინგის მეგობრული გუნდის წევრი, რომელიც 50-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში და ემსახურება 1 000 000-ზე მეტ მომხმარებელს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში, გაეცანით ვაკანსიის პირობებს.

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 6 დღე, ცვლების პრინციპით (კვირაში არა უმეტეს 40 საათისა)
ანაზღაურება: თვეში 850 ლარიდან + ბონუსი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / პროფესიული განვითარება

სამუშაო აღწერილობა:
  • სალარო ოპერაციების წარმოება;
  • საბანკო გადარიცხვები;
  • საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება-რეალიზებაში აქტიური მონაწილეობა;
  • კლიენტის ხარისხიანი მომსახურება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციებზე მუშაობის, მინიმუმ, 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
  • ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სალომბარდე კვალიფიკაციის მქონე კადრები განიხილებიან უფრო მაღალი ანაზღაურებითა და საბონუსე სისტემით.

უნარები:
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობა;
  • ეფექტური კომუნიკაცია

გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები : www.app.helio-ai.com/apply/d0c1cgqz2hc4mvml?src=hr.ge

2024 წლის 28 ივლისამდე.

,,ინტელიექსპრესი’’ გისურვებთ წარმატებებს!

საბანკო
მოლარე (საბანკო),
ბანკის ოპერატორი
ნახვები 15
უნიკალური ნახვები 15