02 ივლ - 29 ივლ
ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 850 + ბონუსი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ბათუმში.

თუ გსურთ გახდეთ საერთაშორისო ჰოლდინგის მეგობრული გუნდის წევრი, რომელიც 50-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში და ემსახურება 1 000 000-ზე მეტ მომხმარებელს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში, გაეცანით ვაკანსიის პირობებს.

სამუშაო განაკვეთი: ცვლების პრინციპით (22:00-09:00 ყოველ მესამე ღამეს)
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / განვითარების პერსპექტივა
ადგილმდებარეობა: ბათუმი, ბარათაშვილის ქ. 25

სამუშაო აღწერილობა:
  • სალარო ოპერაციების წარმოება;
  • საბანკო გადარიცხვები;
  • საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება-რეალიზებაში აქტიური მონაწილეობა;
  • კლიენტთა ხარისხიანი მომსახურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციებზე მუშაობის, მინიმუმ, 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
  • ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობა;
  • ეფექტური კომუნიკაცია.

გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები 2024 წლის 28 ივლისამდე: www.app.helio-ai.com/apply/8y42omsiko9uo8la?src=hr.ge
ინტელიექსპრესი გისურვებთ წარმატებებს!
საბანკო
მოლარე (საბანკო),
ბანკის ოპერატორი
ნახვები 15
უნიკალური ნახვები 15