02 ივლ - 14 ივლ
პროცესების მენეჯერი
თბილისი, ფონიჭალა
  • სრული განაკვეთი
  • 2000
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური,რუსული,ქართული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:

"ვუდმასტერი " შინაური ცხოველების ხის ავეჯისა და აქსესუარების 100% ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოა, რომელიც თანამშრომლობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მსხვილ კომპანიებთან. ჩვენს ვაცხადებთ კონკურსს პროცესების მენეჯერის პოზიციაზე.


კონკურსი შედგება ოთხი ეტაპისგან, რომლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ საწყის ეტაპზე გამორჩეული კანდიდატები.


სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა, ლ.ღოღობერიძის ქ N67;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი; 10:00-დან 18:00-მდე;

ანაზღურების ოდენობა: 2000 (NET)

რაოდენობა: 2 (ორი)


ძირითადი მოვალეობები:

  • სამუშო ძალის პროდუქტიულობისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით ახალი პროცესების დანერგვა;
  • პროცესის გაუმჯობესების მიზნით ინიციატივების შემუშავება და განხორციელება;
  • პროცესების გამარტივება, სტანდარტიზაცია “LEAN” მეთოდილოგიის პრინციპების გამოყენებით;
  • თანამშრომლების ყოველდღიური სწავლება და ხელშეწყობა ახალი სამუშაო პროცესები ათვისებასა და ადაპტაციაში;
  • თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება და საინფორმაციო მასალის შემუშავება;
  • თანამშრომლებთან შეხვედრების განხორციელება მიზნების განსახილველად;
  • შესაძლებლობების იდენტიფიცირება თანამშრომლების შეცდომების შემცირებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით.
  • თანამშრომლებთან მუდმივი ეფექტური კომუნიკაცია და ახალი პროცესების დანერგვისას მათი ჩართულობის მონიტორინგი;
  • პროცესის დანერგვის შესახებ ანგარიშის მომზადება და წარდგენა;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირების, ბიზნესის მენეჯმენტის ან მომიჯნავე სფეროში;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • Microsoft Office-ს სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • უცხო ენები: რუსული, ინგლისური (C1 დონე);


საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდთან მუშაობის უნარი;
  • სწრაფად ათვისების უნარი;


შერჩევის ეტაპები:

რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს);

შერჩეულ კანდიდატებს ელ-ფოსტაზე გაეგზავნებათ მოთხოვნა სამოტივაციო ვიდეო რგოლისთვის;

ტესტირება და გასაუბრება;

საუკეთესო 4 კანდიდატი მოწვეულები იქნებიან ტრეინინგზე, სადაც ტრეინინგის ბოლოს გაივლიან ტესტირებას საუკეთესო 2 კანდიდატის გამოსავლენად ჩვენს გუნდში სამუშაოდ;


ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში,გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@woodmaster.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება)


შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვუდმასტერ"-ის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 6 (ექვსი) თვის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.

"ვუდმასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას

სხვა
ბიზნეს ადმინისტრირება
ნახვები 38
უნიკალური ნახვები 37